საოჯახო მარანი თბილისი, საქართველო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ასადელში!

მცირე საოჯახო მარანი თბილისში

მამა ორ ვაჟთან ერთად ვენახის რიგში, ზაფხულის საღამოს

No. 01 ჩვენი ისტორია

როგორ დაიწყო ყველაფერი

ასადელი მცირე საოჯახო მარანია, რომლის ისტორიაც უკვე 10 წელიწადს ითვლის. მარანი მდებარეობს თბილისში, ხოლო ვენახები გაშენებულია კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში, ყვარლის რაიონ სოფელ ბალღოჯიანში.

ჩვენი ღვინო გადის ექსპორტზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ასადელს შეხვდებით გერმანიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში.

ასადელის მთელი ოჯახი მარნის ავზების წინ
დედა ლურჯ ტრაქტორზე, ვენახის რიგებს შორის

No. 02 ვენახი

ვენახი

ვენახი 2014 წელს გავაშენეთ. საერთო ფართობი 2 ჰექტარს შეადგენს. აქ შეხვდებით რქაწითელის, საფერავის და კახური მცვივანის ჯიშის ყურძნებს.

ვაზს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამიტომ წლის განმავლობაში ვენახში დიდ დროს ვატარებთ, ვშრომობთ და მოუთმენლად ველოდებით ამ შრომის შედეგს - რთველს.

ასადელის უჟანგავი ფოლადის ავზები
ქვევრის ხახები მარნის იატაკში
ღვინის ადენა ავზიდან

No. 04 ქვევრი

ღვინის დაყენება და ჩამოსხმა

რქაწითელს ვაყენებთ კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრში - მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში.  საფერავს, ქინძმარაულს და კახურ მცვივანს კი კლასიკური მეთოდით, უჟანგავ ცისტერნაში.

ყურძენს თავის დროზე ვკრეფთ. მერე ღვინოს თავისას ვაცდით. თითოეულ ბოთლს ხელით ვავსებთ,  ცვილით ვლუქავთ და ეტიკეტსაც თავად ვაკრავთ.

No. 05 გალერეა

ფოტოები ჩვენი ვენახიდან და მარნიდან

გალერეის ნახვა

სტუმრობა

ჩვენ სიამოვნებით გიმასპინძლებთ

მარნის კარი ღიაა. სტუმრობის დასაგეგმად დაგვიკავშირდით წინასწარ.

დაგვიკავშირდით